საქართველოში ამაღამ ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა – როგორია სექტემბრის პროგნოზი

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზა­ფხულ­მა ისე ჩაგ­ვიქ­რო­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას დი­დად არც შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ. თუმ­ცა ქარი და წვი­მა არ დაგ­ვკლე­ბია. ასე­თი ამინ­დი სექ­ტემ­ბერ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა და სა­ერ­თოდ რის­გან იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუნ­დაც ძლი­ე­რი ქარი, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, და­სავ­ლეთ­სა თუ აღ­მო­სავ­ლეთ­ში უხვი ნა­ლე­ქი, ამ თე­მა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დოდო გვა­ზა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

– მარ­თლაც, ასე იყო – ზა­ფხუ­ლი თით­ქმის ისე მი­ი­წუ­რა, რომ ძლი­ე­რი სი­ცხე­ე­ბი – რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი (35–37 გრა­დუს­ზე ზე­ვით, რაც უკვე ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მა­ღა­ლია და უფრო გა­უ­საძ­ლი­სად აღიქ­მე­ბა) – იშ­ვი­ა­თად გვქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იშ­ვი­ა­თი ზა­ფხუ­ლიც კი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პრო­ცე­სე­ბი ძი­რი­თა­დად არ­ქტი­კუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოს­ვლით ვი­თარ­დე­ბო­და. გა­სუ­ლი თვე­ე­ბის ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყო­ველ მე­სა­მე-მე­ო­თხე დღეს მოქ­მე­დებ­და ე.წ. „მყვინ­თა­ვი ციკ­ლო­ნე­ბი“.

ისი­ნი ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნი­დან არ­ქტი­კის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­კენ მოძ­რა­ო­ბენ, შემ­დეგ კი ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თის­კენ ეშ­ვე­ბი­ან. ეს პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და და სამ­ხრე­თით, სა­დაც ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, ღრმად არ ვრცელ­დე­ბო­და.ეს შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი ეშ­ვე­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ამ­დეც – ხმელ­თა­შუა ზღვამ­დე. რამ­დენ­ჯერ­მე ან­ტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც კი და­ფიქ­სირ­და ძლი­ე­რი წვი­მა და სე­ტყვა. ზა­ფხულს ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს და იქაც ხში­რი წვი­მე­ბით აღი­ნიშ­ნა ეს პე­რი­ო­დი.

რო­დე­საც შე­და­რე­ბით გრი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გად­მო­დის უკვე გამთბარ ზღვა­ზე და შემ­დეგ ხმე­ლეთ­ზე გა­და­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­გო­რი­ან რა­ი­ო­ნებს ეჯა­ხე­ბა. ეს ცივი, ნო­ტიო ჰა­ე­რი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ჩერ­დე­ბა, ჩა­მო­იღ­ვრე­ბა და იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან ძლი­ერ წვი­მას ჭექა-ქუ­ხილ­თან ერ­თად – თან უც­ნა­უ­რი და სას­ტი­კი ჭექა-ქუ­ხი­ლი იცის. თავ­სხმა წვი­მა – სე­ტყვას რომ არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ისე­თი. თით­ქმის ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად გრძელ­დე­ბო­და ციკ­ლო­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც პრო­ცე­სი შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გად­მო­დი­ო­და. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია გვქონ­და გუ­ში­ნაც, თუმ­ცა ზედა ატ­მოს­ფე­რო­დან უკვე უფრო გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი წა­მო­ვი­და, სა­დაც ძლი­ე­რი უარ­ყო­ფი­თი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. შავ ზღვა­ზე გად­მოს­ვლი­სას მას შეხ­ვდა შე­და­რე­ბით თბი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის ბაზა, გან­ვი­თარ­და მძლავ­რი ღრუბ­ლე­ბი და კვლავ გა­მო­იწ­ვია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში ძლი­ე­რი, ხან­მოკ­ლე წვი­მა.

შავი ზღვის­პი­რე­თი გუ­შინ

 

– ამ დროს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ე­ცა, აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი დარ­ჩა…

– დიახ და ჰა­ე­რის მა­სებს შო­რის ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვე­ბის ასეთ­მა მკვეთრმა ცვლი­ლე­ბამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­იწ­ვია ძლი­ე­რი ქარი, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­თი პრო­ცე­სი გვქონ­და გუ­შინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე: და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში წვი­მა (ზო­გან ძლი­ე­რი, ელ­ჭე­ქით), ხოლო 7 სექ­ტემ­ბრის დი­ლის სა­ა­თებ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბაც აღი­ნიშ­ნა. ამ პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა სხვა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბიც შე­იმ­ჩნე­ო­და – ზოგი ამას ტორ­ნა­დოს ეძა­ხის, ზოგი ძლი­ერ ქარს და ა.შ.

ახლა ჩანს, რომ ეს ცივი ჰა­ე­რის მასა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვრცელ­დე­ბა. დღეს სა­ღა­მოს, 8 სექ­ტემ­ბრის ღა­მით, მა­ღალმთი­ან ზო­ნა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა -2 გრა­დუ­სამ­დეც და­იკ­ლოს. ხოლო ხვალ, დღი­სით, უკვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ასე­თი პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 16 სექ­ტემ­ბრამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. სამ­ხრე­თი­დან სით­ბოს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა იგეგ­მე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს და ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი – სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი.

– ხში­რად ვწერთ ელ-ნი­ნი­ო­ზე, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე და კეთ­დე­ბა ისე­თი პროგ­ნო­ზე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა ზა­ფხუ­ლი გა­ხან­გრძლივ­დეს და შე­მოდ­გო­მა­ზე გად­მო­ი­ნაც­ვლოს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა, სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე ან ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დეს ასე­თი ტემ­პე­რა­ტუ­რა, თუ პი­რი­ქით – ნა­ად­რე­ვად და­ზამ­თრდეს?

– ახლა გლო­ბა­ლურ რუ­კებს ვუ­ყუ­რებ, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თით ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნემ­დე სწვდე­ბა. აქ სი­ნუსო­ი­და­ლუ­რად არის ჩა­ლა­გე­ბუ­ლი თბი­ლი და შე­და­რე­ბით ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნი­დან გად­მო­დის ჰა­ე­რის მა­სე­ბი, არ­ქტი­კა­ში უფრო ცივ­დე­ბა და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, გა­სულ წლებ­შიც იყო ასე­თი პრო­ცე­სი, როცა ცივი მა­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ამ­დე ვერ აღ­წევ­და. ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში (16 სექ­ტემ­ბრამ­დე არა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით) შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თი „ჩა­ვარ­დნე­ბი“. გა­სულ წლებ­შიც გვახ­სოვს: ზა­ფხუ­ლი იყო წვი­მი­ა­ნი და შე­და­რე­ბით და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი, ხოლო სექ­ტემ­ბერ­ში, ოქ­ტომ­ბერ­ში და ნო­ემ­ბერ­შიც კი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა 32 გრა­დუ­სი და უნა­ლე­ქო ამინ­დე­ბი. ასე რომ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია.

– “ელ-ნი­ნიო“ და ასე­თი ფე­ნო­მე­ნე­ბიც ხომ მოქ­მე­დებს?

– ეგ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. სე­ზო­ნურ პროგ­ნო­ზებ­ზე მოქ­მე­დებს. ოკე­ა­ნე­ში წარ­მო­ი­შო­ბა არ­ქტი­კუ­ლი ძაბ­რე­ბი („ვიხ­რე­ბი“), რა­საც ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი ჰქვია. ამა­თი მოძ­რა­ო­ბე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი სამ­ხრე­თი­დან აქ­ტი­ურ­დე­ბა, ზოგი – ჩრდი­ლო­ე­თი­დან. თუმ­ცა ამა­ში დიდი როლი ენი­ჭე­ბა მზის ენერ­გი­ას – რო­გორ გა­ათ­ბობს ხმე­ლეთ­სა და წყალს, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს ქა­რე­ბის მი­ხედ­ვით. ოკე­ა­ნე­ებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი ზო­გი­ერ­თი პრო­ცე­სი მუ­სო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ჩვენ შე­და­რე­ბით მა­ინც სამ­ხრე­თის ქვე­ყა­ნა გვქვია და ზამ­თა­რი თბი­ლი იცის. შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს თოვ­ლი, მაგ­რამ ცოტა ხნი­ა­ნი იყოს. თუმ­ცა ისიც ხდე­ბა, რომ ერთ-ორ დღე­ში მო­ვი­დეს მთე­ლი თვის ნა­ლე­ქის ნორ­მა. ჯერ­ჯე­რო­ბით ასეთ რა­მე­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ: ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სი­ტუ­ა­ცია მთლად მდგრა­დი არ არის, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში, ამინ­დის გა­მო­და­რე­ბას­თან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე­დი გა­უ­ა­რე­სე­ბაც იყოს.

Share:

tea

tea writes for პირველი.

Comments are closed.