Standard
მძიმე ავარია ზუგდიდში – არის მსხვერპლი
ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.