![]()
თბილისის მერი, კახა კალაძე დილიდან იღებს სამძიმარს. როგორც ცნობილია, მას დედა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მედეა შენგელია წუხელ ჩაფიძის კლინიკაში დაიღუპა.
მედეა შენგელია მეუღლესთან, კარლო კალაძესთან ერთად, ქალაქ სამტრედიაში ცხოვრობდა. საზოგადოებრივ ასპარეზზე ხშირად არ ჩნდებოდა და მედიასთან კომუნიკაციას ერიდება, თუმცა თბილისის მერი სოციალურ ქსელებში მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებდა ხოლმე.
კალაძემ მშობლების შესახებ რამდენიმე წლის წინ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა:
„დღეს გულწრფელად, ადამიანურად ამ ორი ადამიანის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ამ ადამიანების გვერდით დგომითა და მხარდაჭერით მოხდა ეს ყველაფერი, რასაც ალბათ ვერასდროს გადავიხდი“, – განაცხადა კალაძემ.
Comments are closed.