Standard
რა შეზღუდვები უწესდებათ დღეიდან 60 წელს გადაცილებულ პირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელიც 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვის მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებით მოთხოვნებს აწესებს, დღეიდან 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილება მომხმარებლის ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებში შედის. ეროვნული ბანკის განმარტებით, ახალი მოთხოვნები მიზნად ისახავს მოწყვლადი სეგმენტის, მათ შორის 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების, თაღლითური სქემებისგან…