ცნობილია თბილისში მოკლული არასრულწლოვნის ვინაობა

თბი­ლის­ში გამ­თე­ნი­ი­სას მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა არას­რულ­წლო­ვანს და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა:
ირ­კვე­ვა, რომ მოკ­ლუ­ლიც და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც 17 წლი­სე­ბი არი­ან. მომ­ხდარს წინ ჩხუ­ბი უძღო­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მო­ზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი ყო­ფი­ლან, უჩხუ­ბი­ათ. პატ­რულ­მა გა­ი­ა­რა, და­უ­სიგ­ნა­ლა, უთხრეს ბავ­შვებ­მა, მშვი­დო­ბა­აო და მა­თაც გა­ი­ა­რეს. ცოტა ხან­ში ყვე­ლა გარ­ბო­და. თურ­მე ბავ­შვს ყელი გა­მოჭ­რეს და გა­იქ­ცნენ. ეტყო­ბა მშობ­ლე­ბი ეძებ­დნენ, სახ­ლში რომ არ მი­ვი­და და იპო­ვეს გამ­თე­ნი­ი­სას გარ­დაც­ვლი­ლი. მამა ყო­ფი­ლა ად­გილ­ზე, ტი­რო­და ხმა­მაღ­ლა. არა­ვინ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია, ერთი ამ­ბა­ვი რომ ატყდა, ჩხუ­ბი რომ იყო, მთელ უბანს ეს­მო­და და რო­გორ არა­ვინ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, ხომ გა­დარ­ჩე­ბო­და. ორი­ვე, მოკ­ლუ­ლიც და ბრალ­დე­ბუ­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვია, ერთი ლოტ­კი­ნე­ლი, მე­ო­რე ხუ­და­დოვ­ზე ცხოვ­რობს” – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი “ტვ პირ­ველ­თან” სა­უბ­რი­სას.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

Share:

admin writes for პირველი.

Comments are closed.