⭕ საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში სოკო, რომელიც “ნელ სიკვდილს იწვევს”

მარ­თა­ლია, სოკო სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც გემ­რი­ე­ლი, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­კო­თი მო­წამ­ვლა მსოფ­ლი­ო­ში საკ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ რისკს წარ­მო­ად­გენს. სტატიას AMBEBI.GE აქვეყნებს.

საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის სო­კოს გარ­და, არ­სე­ბობს შხა­მი­ა­ნი სო­კო­ე­ბიც, რო­მელ­თა საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა რო­გორც კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის მსუ­ბუ­ქი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ასე­ვე მძი­მე მო­წამ­ვლა ან გარ­დაც­ვა­ლე­ბაც კი გან­ვი­თარ­დეს.

თემა, რო­მელ­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ, სწო­რედ სო­კო­თი მო­წამ­ვლაა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­წამ­ვლა მსუ­ბუ­ქი ან სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით მთავ­რდე­ბა, თუმ­ცა არის სა­ვა­ლა­ლო, ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლიც.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი სოკო – ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ კლი­ნი­კურ ტოქ­სი­კო­ლოგს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს – ეკა ქურ­და­ძეს.

“სოკო კვე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, თუმ­ცა უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მას სად ვაგ­რო­ვებთ. ყვე­ლა­ზე მეტი პრობ­ლე­მა მა­ინც თვით­შეგ­რო­ვე­ბულ სო­კო­ზე მო­დის. სტა­ცი­ო­ნარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასეთ შემ­თხვე­ვებს წარ­მო­ად­გენს.

ბევ­რს აქვს გან­ცდა, რომ კარ­გად იც­ნობს სო­კოს და შე­უძ­ლია მისი გარ­ჩე­ვა, თუმ­ცა საკ­ვე­ბად ვარ­გის სო­კო­ებს ხში­რად აქვთ შხა­მი­ა­ნი ორე­უ­ლე­ბი, რო­მელ­თა გარ­ჩე­ვაც არც ისე მარ­ტი­ვია… გარ­და იმი­სა, არის თუ არა სოკო შხა­მი­ა­ნი, მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შეგ­რო­ვე­ბის ად­გილს. სოკო აქ­ტი­უ­რად წვი­მი­ა­ნი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ამო­დის, და სწო­რედ ახლა არის ეს პე­რი­ო­დი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ კონ­კრე­ტუ­ლი არე­ა­ლის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა – და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია თუ არა გა­რე­მო, არის თუ არა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ი­მე სა­ხის ნარ­ჩე­ნი ტოქ­სი­ნე­ბი. სოკო გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის ძლი­ე­რი ინ­დი­კა­ტო­რია: ნი­ა­და­გი­დან, ჰა­ე­რი­დან თუ ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბი­დან იგი უჯრე­დულ დო­ნე­ზე მარ­ტი­ვად შე­ი­წოვს მძი­მე მე­ტა­ლებ­სა და შხამ­ქი­მი­კა­ტებს.

თუ ასეთ და­ბინ­ძუ­რე­ბულ, თუნ­დაც საკ­ვე­ბად ვარ­გის სო­კოს მი­ვირ­თმევთ, ორ­გა­ნიზ­მში მა­ინც ვი­თარ­დე­ბა მო­წამ­ვლა, ვი­ნა­ი­დან ის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად ით­ვი­სებს გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ ტოქ­სი­კურ ნა­ერ­თებს – იქ­ნე­ბა ეს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თუ სამ­რეწ­ვე­ლო ტოქ­სი­ნე­ბი, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, წვის პრო­დუქ­ტე­ბი და ა.შ. გარ­და ამი­სა, და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მო­ში სო­კომ შე­საძ­ლოა მუ­ტა­ცი­აც გა­ნი­ცა­დოს – იც­ვლე­ბა მისი ცი­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა, რაც ასე­ვე ხდე­ბა მო­წამ­ვლის მი­ზე­ზი… ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­დუქ­ტი რამ­დე­ნად ახა­ლია, რად­გან სოკო მალ­ფუ­ჭე­ბა­დია. მისი გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­ყინ­ვა-გალ­ღო­ბა ცვლის ცი­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მომ­ზა­დე­ბის წე­სე­ბის ცოდ­ნაც“ – გვე­უბ­ნე­ბა ეკა ქურ­და­ძე.

– გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ ალ­კოჰო­ლი გა­ა­მარ­ტი­ვებს ან ანე­იტ­რა­ლებს სო­კოს ტოქ­სი­ნებს…

– ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მი­თია. ალ­კოჰო­ლი ტოქ­სინს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ანე­იტ­რა­ლებს. პი­რი­ქით, არ­სე­ბობს სო­კოს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბა ალ­კოჰოლ­თან ერ­თად კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რძა­ლე­ბა. ამ დროს ირ­ღვე­ვა ფერ­მენ­ტუ­ლი პრო­ცე­სე­ბი – სო­კო­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ბლო­კავს ღვიძ­ლის მიერ ალ­კოჰო­ლის მო­ნე­ლე­ბის უნარს, რაც მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას იწ­ვევს… ასე­ვე მი­თია მომ­ზა­დე­ბი­სას ხახ­ვის ჩაგ­დე­ბა და მისი გა­შა­ვე­ბით შხა­მის გან­სა­ზღვრა. ეს მე­თო­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსარ­გებ­ლოა.

– რო­მე­ლი ჯგუ­ფი­საა სოკო, რო­მე­ლიც ალ­კოჰოლ­თან ერ­თად იწ­ვევს რე­აქ­ცი­ას?

– მას ხში­რად „მგლის სო­კოს“ ეძა­ხი­ან, სა­მეც­ნი­ე­რო ენა­ზე კი Coprinopsis atramentaria (სი­ლიო) (მელ­ნის სო­კოს) ჯგუ­ფია. ამ სო­კოს მი­ღე­ბი­დან მი­ნი­მუმ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი ალ­კოჰო­ლი ფერ­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გარ­და­იქ­მნე­ბა არა­ტოქ­სი­კურ მე­ტა­ბო­ლი­ტე­ბად. ამ სო­კო­ში არ­სე­ბუ­ლი ტოქ­სი­ნი კი ბლო­კავს ამ პრო­ცესს, რის გა­მოც ორ­გა­ნიზ­მში გროვ­დე­ბა აცე­ტალ­დე­ჰი­დი და ვი­თარ­დე­ბა მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცია.

– სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სო­კო­ე­ბი­დან რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­ში­ში?

– მსოფ­ლი­ო­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რია სოკო, რო­მელ­საც ხალ­ხში „თეთრ ბილ­წას“ უწო­დე­ბენ. ძა­ლი­ან ჰგავს საკ­ვე­ბად ვარ­გის ქამა სო­კოს, თუმ­ცა მას­თან შე­და­რე­ბით ფა­ტა­ლუ­რი მო­წამ­ვლის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. შე­ი­ცავს ამა­ნი­ტი­ნის ჯგუ­ფის ტოქ­სი­ნებს და ამი­ტო­მაც მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ამ სო­კოს ვე­რა­გი თვი­სე­ბა აქვს: თავ­და­პირ­ვე­ლად იწყე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კუჭ-ნაწ­ლა­ვის აშ­ლი­ლო­ბით (გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, ფა­ღა­რა­თი, მუც­ლის ტკი­ვი­ლი). პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქოს უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იწყე­ბა ღვიძ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ად­რე­ულ ეტაპ­ზე ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა კლი­ნი­კუ­რად რთუ­ლია, ხოლო რო­დე­საც სიმპტო­მე­ბი უკვე გა­მოვ­ლინ­დე­ბა, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ძალ­ზე რთულ­დე­ბა.

ამი­ტომ, როცა სტა­ცი­ო­ნარ­ში ხვდე­ბა პა­ცი­ენ­ტი, განაგრძეთ კითხვა

Share:

tea

tea writes for პირველი.

Comments are closed.