Uncategorized

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია: გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი – „ცეკვის ჯადოქარი“

გარდაიცვალა ცეკვის ჯადოქარი, ბრწყინვალე ქორეოგრაფი, საოცარი პიროვნება და თავმდაბალი ადამიანი — ელგუჯა მამალაძე. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება ხელოვნებასა და მომავალ თაობას მიუძღვნა. მრავალი ბავშვის აღმზრდელი, არაერთი ახალგაზრდა მოცეკვავის მასწავლებელი და გზის გამკვალავი.

დიდი დანაკლისია მისი წასვლა ქართული ქორეოგრაფიისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა.
ნათელში იყოს მისი სული. როგორ მატკინე გული ელგუჯა,” – წერს ნინო მამფორია.

elguja-mamaladze-w-h-1790604903.jpeg

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *