Uncategorized

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

„28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *