„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრი აღნიშნავს, რომ გარდაიცვალა ონკო-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იგორ მარდალეიშვილი.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი კლინიკის ონკო-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი იგორ მარდალეიშვილი.ბატონი იგორი მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკის დიდი ოჯახის გამორჩეული წევრი იყო პროფესიონალი ექიმი, ღირსეული კოლეგა და ადამიანი, რომლის კეთილგანწყობა, გულისხმიერება და პაციენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველასთვის დასამახსოვრებელი დარჩება.
1990 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია, დაიცვა სამეცნიერო ხარისხი და წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა გინეკოლოგიის, ონკოლოგიის, რეპროდუქტოლოგიისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
Comments are closed.