„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაის, ანდრონიკაშვილის, ლამბერტის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, მაყაშვილის, შეყლაშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში. 15:00-დან 18:30 საათამდე – სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ბარათაშვილის, ბერი გობრონის, კავთას, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს ქუჩებზე.
მათივე ცნობით, 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში წყლულეთი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, თხინვალა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი, ძალისი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში. 12:45-დან 18:30 საათამდე დენი გაეთშებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, უნდილაანთკარი, მილახვრიანი, ბერთამთა და მიმდებარე სოფლებში, ასევე ქ. დუშეთში თავისუფლების, ჩვიდმეტი შინდისელი გმირის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.