Standard
🔻 “ვინც იჭერდა იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვამს გიცანი ვინც ხარო… ექიმს უთქვამს – ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო” – რას ჰყვება ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობელი?
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში, 2 დღის წინ, 60 წლის მარგო ზოიძე, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა. როგორც მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი გამოცემა “ბათუმელებს” უყვება, მარგო ზოიძეს ძარცვამდე ტელეფონზე დარეკვა უცდია – “ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია”.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.…