ვრცელდება უმძიმესი კადრები – ვიდეოში ისმის პანიკაში მყოფი ხალხის ხმა

ნე­პალ­ში ლე­ო­პარ­დი გა­ლი­ი­დან გა­იქ­ცა და ტყის მცველს თავს და­ეს­ხა. 57 წლის ბუდ­ჰი­ჯუნგ გუ­რუნ­გი ცხო­ვე­ლის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ლე­ო­პარ­დმა მას სა­ხი­სა და მარ­ცხე­ნა ხე­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

შემ­თხვე­ვა 10 სექ­ტემ­ბერს, ცენ­ტრა­ლურ ნე­პალ­ში, ლამ­ჯუნ­გის რა­ი­ონ­ში მოხ­და. თავ­დას­ხმის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ებ­რძვის გუ­რუნ­გი ლე­ო­პარდს, მისი კო­ლე­გა კი ცხო­ვე­ლის შე­ჩე­რე­ბას ჯო­ხით ცდი­ლობს.

გუ­რუნ­გმა ცხო­ვე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა შეძ­ლო. გაქ­ცე­ვი­სას ლე­ო­პარ­დმა მო­ტო­ციკლს გა­და­უ­ა­რა და წა­იქ­ცა, თუმ­ცა მა­ლე­ვე წა­მოდ­გა და ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იქ­ცა.

ლე­ო­პარ­დი თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე დჰუნგ ხო­ლას მახ­ლობ­ლად, ბე­სი­სა­ჰა­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იპო­ვეს. ცხო­ვე­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რის გა­მოც მას და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ცენ­ტრში გა­და­საყ­ვა­ნად მო­ამ­ზა­დეს.

თუმ­ცა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მან გა­ლი­ი­დან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და სწო­რედ ამ დროს და­ეს­ხა თავს ტყის მცველს.

Share:

tea

tea writes for პირველი.

Comments are closed.