თბილისში, გამთენიისას მოკლული 17 წლის ახალგაზრდას ნათესავი სოციალურ ქსელში ეხმიანება მომხდარ დანაშაულს და კომპეტენტურ უწყებებს მოუწოდებს სათანადო ყურადღება დაუთმონ ქვეყანაში არსებული კრიმინალის აღმოფხვრას.
“ჩემი მამიდაშვილი (მამას დეიდაშვილის შვილი), 17 წლის უწყინარი და უთბილესი ბიჭი მოუკლავთ წუხელ თბილისში. დანარჩენს საინფორმაციოშიც ნახავთ.
ვის დასდევთ ქუჩა-ქუჩა და კომენტარ-კომენტარ, თქვე უმსგავსებო, როცა ქუჩები მოძალადე მკვლელებითაა სავსე?!
გამძლეობა ჩემებს.
ყველას მოეკითხება!“ – წერს გიორგი ჩუბინიძე.
თბილისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა.
-
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული დათო ნარიმანიძეა:
ირკვევა, რომ მოკლულიც და დაკავებულებიც 17 წლისები არიან. მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირებაში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Comments are closed.