გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

ეზოთერიკოსი, გოგა მანია საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართავს და ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულისა და დაფასებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ბედნიერება ყოველთვის იქ არ იწყება, სადაც ყველაფერი ადამიანის სურვილის მიხედვით ხდება. დროთა განმავლობაში ადამიანი ხვდება, რომ ნამდვილი სიმშვიდე მიღებაში, პატიებასა და მადლიერებაშია.

„ადამიანის გული არ იღლება სიყვარულის გაცემით  ის იღლება მაშინ, როცა საკუთარ სინათლეს ივიწყებს“, – წერს გოგა მანია.

მისი გზავნილის მთავარი სათქმელი ერთმანეთის მიმართ მეტი თანაგრძნობისა და კეთილგანწყობის გამოჩენაა. როგორც მანია აღნიშნავს, სანამ ადამიანს განვსჯით, უნდა დავფიქრდეთ, შესაძლოა სწორედ იმ მომენტში მას ყველაზე მეტად კრიტიკის ნაცვლად ერთი კეთილი სიტყვა სჭირდებოდეს.

„სანამ ბედს უსაყვედურებ, გაიხსენე, რამდენი რამ გაქვს, რისთვისაც მადლობა ჯერ კიდევ არ გითქვამს.“

„კარგია, რომ არსებობთ… თქვენს გარეშე სამყარო ვერ და არ იქნებოდა. მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი.“ – წერს გოგა მანია.

Share:

tea

tea writes for პირველი.

Comments are closed.