მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„09.09 — შეიკარით 9 კვანძი კეთილდღეობისთვის სარკისებური თარიღი 09.09 ძველი ციკლის დასრულებისა და ახალი გზის გახსნის სიმბოლოა. შეგიძლიათ, ეს დღე ფინანსური განზრახვისთვის მარტივი პრაქტიკის შესასრულებლად გამოიყენოთ.
აიღეთ ძაფი:
მწვანე — შემოსავლის ზრდის, დანაზოგისა და ფინანსური სტაბილურობისთვის;
წითელი — აქტიურობის, ახალი კლიენტებისა და ფინანსური შესაძლებლობებისთვის. შეიკარით 9 კვანძი. თითოეული კვანძის შეკვრისას წარმოთქვით:
„კვანძს ვკრავ — კეთილდღეობას ვამყარებ. ყველაფერი, რაც ჩემთან სიკეთისთვის მოდის, ჩემთან რჩება და მრავლდება.“
მეცხრე კვანძზე თქვით:
„ცხრა კვანძი — ცხრა გასაღები. ძველს ვასრულებ და კეთილდღეობის გზას ვხსნი.“
შემდეგ ძაფი ჩადეთ საფულეში ან ჩანთაში.
24 საათის განმავლობაში კი ერთი რეალური ფინანსური ნაბიჯი აუცილებლად გადადგით: შესთავაზეთ ვინმეს თქვენი მომსახურება, მისწერეთ კლიენტს, განათავსეთ განცხადება ან გადადეთ პირველი თანხა დანაზოგისთვის.
პორტალი — პორტალია, მაგრამ შესაძლებლობაც უნდა შეამჩნიო და მიიღო”,- წერს იოსელიანი.
Comments are closed.