დღეს, დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის სასამართლო პროცესია. ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში წერს. მისი ცნობით, სასამართლოზე მოწმის სახით არის დაბარებული.
“დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? – ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა! (ისევ დავდებ მისი მესიჯის “სქრინს”, რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა).
ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით? – დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს – წითელმაისურიანი მხეცი. ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.
ჰოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე. მოწმის სახით ვარ დაბარებული. ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა!
სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა. “მოგიკვდეს დედა”-თქო – ამასაც ვერ ვამბობ” – წერს ეკა კუპატაძე.
Comments are closed.