ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.

მაშველებმა მისი გადარჩენა სცადეს და ნაპირზე გამოიყვანეს კიდეც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი tea