რა ხდება თბილისის ცენტრში?

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე პოლიცია იყო მობილიზებული – გოგინავების ოჯახი დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ მეზობელმა საერთო სარგებლობის კიბე ჩაუხერგა.

“აბაშიძის 40 და 42 შორის სასწაული ამბავი ტრიალებს, ვერ დაიჯერებთ, რადგან მართლა დაუჯერებელი ამბავია, ერთმა გაქსუებულმა მეზობელმა გადაწყვიტა ერთადერთი მთავარი შესასვლელი საკუთარ სახლში , ამოუქოლოს ადამიანებს, სამი დღეა შიდა პატიმრობაში ჰყავს ამ სახლში მცხოვრები ორი ხანშიშესული ადამიანი და სამი ახალგაზრდა, დიახ, უკანონოდ ჰყავს გამოკეტილი და არც გასვლის და არც შესვლის უფლებას არ აძლევს არავის, დღეს ელიავას მუშები მიუსია და კედელს აშენებს ხალხო, კედელს!

ანუ პოლიციაც ფეხებზე ჰკიდია და ყველა ორგანო, ვინ არის ასეთი და რა გინდა რომ ქნა , ასეთ დროს რომ მოკლავ ადამიანს მერე იტყვიან რატომ მოკლაო, ადამიანობის ყველა კარდაკეტილი, ამაზრზენი არსება , გორსალა დასახლდა ვაკეში და მისი ჰგონია მთელი თბილისი! თუ ვინმე შეძლებს ამ ხალხის მხარში დგომას , მიდით ამ ქუჩაზე და უბრალოდ მხარი დაუჭირეთ ამ ოჯახს, ისინი შველას ითხოვენ,” – წერს ნანა კუხალეიშვილი.

Share:

tea

tea writes for პირველი.

Comments are closed.