გონიოში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი.
ადგილზე სამართლადმცველები იმყოფებიან და როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადებს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
