თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 34 წლის სიმონ ხეჩაშვილი გარდაიცვალა.
მამაკაცი წარმოშობით ახალციხიდან არის და თუშეთში, ჰესის თანამაშრომელი იყო.
ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა.
“ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი, სიმონ ხეჩაშვილი, ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი დაშავდა.
დაშავებულებს შორის არის ორი და, რომლებიც ლაგოდეხიდან არიან.
ყველა დაშავებულს თელავის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობენ.
ექიმების ინფორმაციით, მგზავრებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ.

Comments are closed.