არის მსხვერპლი – “მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, რა დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით გზი­დან 20 მეტ­რი გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამოტ­რი­ალ­და”

თუ­შეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ღა­მით სო­ფელ ომა­ლო­ში, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, სწრა­ფად მოძ­რა­ვი “ტო­ი­ო­ტას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამობ­რუნ­და .

შე­დე­გად, მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, 4 ახალ­გაზ­რდა კი და­შავ­და. ისი­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. მათ მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი – ქვე­და კი­დუ­რე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვთ და უტარ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

“ეგ ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­და შემ­თხვე­ვა ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრთან არის, მან­ქა­ნა სწრა­ფად მო­დი­ო­და და მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, რა დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით, გზი­დან 20 მეტ­რი გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამოტ­რი­ალ­და. მძღო­ლი გად­მო­ვარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. და­ნარ­ჩე­ნი ოთხი ახალ­გაზ­რდა გა­დარ­ჩა. ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ცერ­თი არ იყო” – ამბობენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

Share:

admin writes for პირველი.

Comments are closed.