რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს?

მე ჩემი სიმართლე მაქვს თავიდან ბოლომდე” – ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის,პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ვიდეო: “TV პირველი”

 

Share:

tea

tea writes for პირველი.

Comments are closed.