ნასაკირალში, სრულად გაანადგურეს პენსიონერი მეზობლის მვლელობაში ბრალდებულის სახლ-კარი – კადრები ადგილიდან

28 აგ­ვის­ტოს, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა ნა­სა­კი­რალ­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. მე­ზო­ბელ­მა პენ­სი­ო­ნე­რი მე­ზო­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სის­ტიკთ მოკ­ლა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, ბრალ­დე­ბულ­მა გო­გი­ტა ელი­ა­ძემ 63 წლის მარ­გო ზო­ი­ძე-გი­ორ­გა­ძე, სა­კუ­თარ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას 60 ჭრი­ლო­ბა და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რის შემ­დეგ მკვლე­ლი ბი­ნი­დან გა­იქ­ცა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ყა­ჩა­ღო­ბა სა­ხელ­დე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 28 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღა­მით, ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გი­ტა ელი­ა­ძე გი­ორ­გა­ძე­ე­ბის ბი­ნა­ში ფან­ჯრი­დან შე­ვი­და, მას სახ­ლში გა­ყი­დუ­ლი თხი­ლის თან­ხა ეგუ­ლე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კა­ცის ბი­ნა­ში შეს­ვლა სა­ძი­ნე­ბელ­ში მყოფ­მა ქალ­მა გა­ი­გო­ნა, მან იცნო დამ­ნა­შა­ვე…

  • ჟურ­ნა­ლის­ტი ნატო გო­გე­ლია სო­ფელ ნა­სა­კი­რალ­ში გა­და­ღე­ბულ უახ­ლეს კად­რებს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გი­ტა ელი­ა­ძის სახ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა და მე­ზობ­ლებ­მა სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რეს.

“ნა­სა­კი­რალ­ში, პენ­სი­ო­ნე­რის წა­მე­ბით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გი­ტა ელი­ა­ძის სახ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა და მე­ზობ­ლებ­მა სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რეს.

ელი­ა­ძეს, გუ­შინ, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბულ­მა, პრო­ცეს­ზე, დუ­მი­ლი და­არ­ღვია და მხო­ლოდ ის თქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ედა­ვე­ბი­ან, არ ჩა­უ­დე­ნია.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბით, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ფან­ჯრი­დან შე­აღ­წია გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში და მას რამ­დე­ნი­მე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

პრო­ცეს­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მხა­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო, რა დრო­საც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გი­ტა ელი­ა­ძე მარ­გო ზო­ი­ძეს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა. პრო­კუ­რო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის დნმ დევს,“ – წერს გო­გე­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვია. ის ერთხელ მე­ზობ­ლის სახ­ლის ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბი­თაც და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა სა­პყრო­ბი­ლე მა­შინ მალე და­ტო­ვა. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ქალ­მა მე­ზო­ბე­ლი ამო­იც­ნო და სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­უს­წორ­და მკვლე­ლი მსხვერ­პლს ასე სას­ტი­კად.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

Share:

tea

tea writes for პირველი.

Comments are closed.