Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში ქალების წილი საკმაოდ მცირეა – ასეულში მხოლოდ 12 ქალბატონი მოხვდა. თუმცა, მათი გავლენა ისეთ სტრატეგიულ სფეროებზე, როგორიცაა ნავთობტერმინალები, მშენებლობა, რითეილი და განათლება, შთამბეჭდავია.
ქალბატონების სიას ყველასათვის ცნობილი სახე, მაკა ასათიანი ხსნის, რომელიც რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.
სიაში ყველაზე ასაკოვანი წევრი 90 წლის ლაურა ლარიონია, ხატია გოგლიძე კი ერთადერთი რეიტინგში, რომლის მილიონების წყაროდაც განათლების სფეროა მითითებული.
-
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ყველაზე მდიდარი ქართველი ქალები?
- მე-12 ადგილი – მაკა ასათიანი – 806,56 მლ. ლარი
მაკა ასათიანი და მისი ოჯახი ფლობენ “მერსედეს-ბენც ჯორჯიას“. გარდა ავტოინდუსტრიისა, ის მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკაშიც – კომპანია “თრეიდ სთოუნ იბერიას“ მეშვეობით ის ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორი კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია.




