Uncategorized

თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვერაზე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.

ჩვენი ინფორმაციით, ცხედრებს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.