შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს? ამ კითხვით დღეს “ტვ პირველმა” “ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართა. ივანიშვილის გუნდში გადაჭრით პასუხს ვერ იძლევიან, თუმცა ამბობენ, რომ “შეწყალება ჰუმანური აქტია და მას ყველა პატიმარი იმსახურებს”.
ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ღარიბაშვილის გვარის მოხვედრა, ევროპარლამენტის მხრიდან, სამართლიანობის იმიჯის შექმნას ემსახურება
ლევან მაჭავარიანი კი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტს რეზოლუციის ტექსტი ქართულმა ოპოზიციამ დაუწერა. მისი მტკიცებით, ოპონენტებს სურდათ, ღრაიბაშვილის სახელით ესპეკულირად.
“ჩვენ ვიხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის განცხადება, სადაც მას მითითებული აქვს, რომ ბინძურად გარიეს ეს ყველაფერი რეზოლუციაში და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქაურმა რადიკალებმა მიწოდეს ევროპარლამენტს დაწერილი ტექსტი, როგორც ესხდება ხოლმე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის საკითხიც უნდოდათ, რომ სპეკულაცია გამხდარიყო.ვიცით, რომ მან ბრალი აღიარა, თავიდან ბოლომდე ითანამშრომლა გამოძიებასთან და შესაბამსიად, ახლა იხდის სასჯელს”, – ამბობს მაჭავრიანი.
კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილის ექსპრემიერს, მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს თავად ყაველაშვილის გადსაწყვეტია.
“მე ამაზზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის პრეროგატივაა”, – ამბობს მაჭავარიანი




