ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამის საუბრის აუდიოჩანაწერი – “ჩანაწერში არაერთი ინფორმაცია და ახალი ვერსია ჟღერდება, გამოძიების მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს გადამოწმებული!”

გადაცემა “შენი ამბავი”-ს ფეისბუქ-გვერდზე Tik-Tok ლაივის საჯარო “სტრიმზე” გაკეთებულ ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც საუბრობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა ნოდარ ხუროშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

“სრულად გთავაზობთ ერთ-ერთი Tik-Tok ლაივის საჯარო “სტრიმზე” გაკეთებულ ჩანაწერს.

ჩანაწერში საუბრობს ნოდარ ხუროშვილი – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

როგორც თავად ამბობს, აქტიური ურთიერთობა აქვს საქმის სხვა მოწმეებთანაც!

Share:

admin writes for პირველი.

Comments are closed.