ქუთაისში აივნის ჩამონგრევას ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ბუხაიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აივანზე იდგა, რა დროსაც აივანი ჩაინგრა და მამაკაცი გადავარდა.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი tea